ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - მინდა დავადასტურო, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ჩვენ უბრალოდ უნდა გვქონდეს სტრატეგიული მოთმინება და წავიდეთ წინ

მინდა დავადასტურო, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ჩვენ უბრალოდ უნდა გვქონდეს სტრატეგიული მოთმინება და წავიდეთ წინ, - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიტაუტას უმბრასასმა განაცხადა. ის ესწრებოდა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ბათუმში, სადაც მედიასთან კონფერენციის თემებისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ გააკეთა კომენტარი.

"მე მართლა ვხედავ კარგ პროგრესს, რადგან თქვენ ინარჩუნებთ იმავე მიმართულებას, ორგანიზებას უწევთ უსაფრთხოების კონფერენციას, სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე საქართველოს ამ რეგიონში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებსა და კითხვებზე ვსჯელობთ, განსაკუთრებით საქართველოს გზის შესახებ ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით, უსაფრთხოების გარემოს შესახებ. ნატოს გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ არ შეგვიძლია რეგიონში უსაფრთხოების გაგება ან დანახვა საქართველოს მონაწილეობის გარეშე. ასე რომ, მართლაც ძალიან ველოდებით, რომ საქართველო ჩვენთან ერთად იყოს და ვცდილობთ, რაც შეიძლება, მხარი დავუჭიროთ. ჩემი შედარებით პატარა ქვეყნის, ლიეტუვის მხრიდან, ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ინსტიტუტებთან და მართლაც ვცდილობთ, განვაგრძოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ამ გზაზე. საქართველოს ამჟამად ყველაფერი, ყველა ინსტრუმენტი აქვს ამ გზაზე - საქართველო-ნატოს საბჭო, ყოველწლიური გაწევრიანების გეგმა, საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტი, და სხვა წინსვლისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები. ვფიქრობ, საქართველო საკმაოდ წარმატებით მუშაობს ამაზე. მინდა დავადასტურო, რომ ნატოს კარი ღიაა, ჩვენ უბრალოდ უნდა გვქონდეს სტრატეგიული მოთმინება და ამით წავიდეთ წინ", - განაცხადა უმბრასასმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა