საპატრიარქოს სპეციალურმა კომისიამ მარტვილში მუშაობა დაასრულა

საპატრიარქოს სპეციალურმა კომისიამ მარტვილში მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, დეკანოზმა გიორგი ქვარცხავამ განუცხადა. მისივე თქმით, კომისია ხვალ აბაშაში გადაინაცვლებს. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ იმ მონასტრებისა და ტერიტორიების გადაბარება ხდება, რომლებიც ხელმძღვანელებმა დატოვეს.

"კომისიამ დღეს დაასრულა სამუშაო დღე. ვიმყოფებოდით წყლის ქარხანაში, ასევე მეუფე გრიგოლი ბრძანდებოდა სკოლა-გიმნაზიაში, სადაც ადგილობრივი პრორექტორი დანიშნა და თვითონ საფინანსო მხარე გადმოიბარა. ამით ფაქტობრივად დასრულებულია მარტვილის მხარე და დილიდან უკვე გადავალთ აბაშაში, სადაც ჩვეულებრივ რიტმში შევუდგებით საქმიანობას. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ შევდივართ იმ ტაძრებში და მონასტრებში, სადაც არიან წინამძღვრები, სადაც არიან მმართველები. ჩვენ მივდივართ მხოლოდ იქ, სადაც თავიანთი ნებით დატოვეს ეპარქია ან თანამდებობა. ჩვენ ძირითადად, მეურნეობას მივხედავთ და ასევე იმ ტაძრებს მოვინახულებთ. წინასწარი ინფორმაციით ჩვენ არ ვიცით ვინ წავიდა, აღვწერთ იმ ადგილებს სადაც არ არიან წინამძღვრები. დილიდან აბაშაში გადავალთ", - ამბობს მღვდელი გიორგი ქვარცხავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა