მაკო გომური - დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს - დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო - ანუ მინუს 30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?

დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს - დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო,-ამის შესახებ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლედ 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ მინუს 30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?“, - წერს მაკო გომური.

იხილეთ ვიდეო: დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს, დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო - მაკო გომური

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს