„დემოკრატები“ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ საჯარო მოსმენებს მომავალი კვირიდან იწყებენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პირველი საჯარო მოსმენა მომავალ კვირაში გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ის ელჩის უილიამ ტეილორისა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ჯორჯ კენტის მოსმენა 13 ნოემბერს გაიმართება, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში მარი იოვანოვიჩი კი ჩვენებას 15 ნოემბერს მისცემს. სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

აღსანიშნავია, რომ გამოძიების პირველი ეტაპის ფარგლებში დახურულ კარს მიღმა ჩვენება სამივე მათგანმა უკვე მისცა.

შეგახსენებთ, 25 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ "დემოკრატებმა" პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა დაიწყეს. ამის საფუძველი გახდა 25 ივლისს დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ზელენსკის მისი პოლიტიკური ოპონენტის - ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო