დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველი 13 ნოემბერს პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრას

მოუთმენლად ველი მომავალ ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ტრამპი თურქ კოლეგასთან გამართულ სატელეფონო საუბარზეც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ მას პრეზიდენტ ერდოღანთან „ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა.

„მან მითხრა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბევრი ის მებრძოლი დაატყვევეს, რომლებიც კონფლიქტის დროს გაიქცნენ, მათ შორის მოკლული ტერორისტის ალ-ბაღდადის ცოლი და და“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ბევრ სხვა საკითხზეც ისაუბრეს, მათ შორის, „თურქეთ-სირიის საზღვარზე, ტერორიზმის აღმოფხვრასა და ქურთებთან საომარი მოქმედებების დასრულებაზე“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა