იურიდიულ კომიტეტზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ალექსანდრე წულაძეს მოუსმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ალექსანდრე წულაძეს მოუსმენენ.

2011-2012 წლებში ალექსანდრე წულაძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩევლად. 2012-2014 წლებში იგი იყო უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო 2014-2015 წლებში ამავე დეპარტამენტის უფროსი. 2015-2017 წლებში კანდიდატი მუშაობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჯერ საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსად, ხოლო შემდეგ – საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. 2017 წლიდან დღემდე, იურიდიული კომპანია „CCL Law Firm“-ის მმართველი პარტნიორია.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს 18 კანდიდატს. მიმდინარე კვირაში კანდიდატთა მოსმენები დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა