დონალდ ტრამპი - კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა და თაღლითმა მედიამ შეურაცხადი, ბოდვითი და ჰიპერ-ფანატიკური იმპიჩმენტი დაიწყეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუიზიანაში გამართულ მიტინგზე „დემოკრატები“ „ამერიკული დემოკრატიის“ დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა. პრეზიდენტი ლუიზიანაში „რესპუბლიკელი“ კანდიდატის მხარდასაჭერად ჩავიდა.

„კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა და თაღლითმა მედიამ დაიწყეს შეურაცხადი, ბოდვითი და ჰიპერ-ფანატიკური იმპიჩმენტი, ჯადოქრებზე ნადირობა“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პირველი საჯარო მოსმენა მომავალ კვირაში გაიმართება. ამის საფუძველი გახდა 25 ივლისს დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას მისი პოლიტიკური ოპონენტის - ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას სთხოვდა.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა და თაღლითმა მედიამ შეურაცხადი, ბოდვითი და ჰიპერ-ფანატიკური იმპიჩმენტი დაიწყეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა