ნატო-ს წარმომადგენელი - ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, უბრალოდ, უნდა დავიცადოთ, ვიდრე შესაფერისი დრო იქნება

ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდებოდა ნატო-ს წევრი, ჩვენ უბრალოდ, უნდა დავიცადოთ, სანამ შესაფერისი დრო იქნება, - ამის შესახებ ნატო-ს თავდაცვის ინსტიტუციებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორმა, მარკ დი პაოლომ ბათუმში განაცხადა, სადაც ის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია - "ბათუმი 2019"-ს ესწრება.

დი პაოლიმ ისაუბრა კონფერენციისა და მის ფარგლებში განხილული თემების შესახებ.

„დღეს ვამთავრებთ ჩვენს კონფერენციას ბათუმში. შესანიშნავი კონფერენცია გვქონდა, ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს რეფორმებზე თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, საქართველოს როლზე უსაფრთხოების გარემოს შექმნაზე რეგიონში და რა თქმა უნდა, ნატო-ს ურთიერთობაზე საქართველოსთან და ჩვენს გეგმებზე ამ მიმართულების შემდგომი შენების კუთხით. შავი ზღვის უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, ძალიან „ცხელი" საკითხი იყო, ეს უმნიშვნელოვანესი თემაა საქართველოსთვის, მაგრამ ამასთანავე, დიდი მნიშვნელობისაა ნატოსთვის და რეგიონული პარტნიორებისთვის. რასაკვირველია, არ გაგვიშვია ხელიდან შესაძლებლობა, მადლობა გადაგვეხადა საქართველოსთვის ნატოს ოპერაციებში და მისიებში მონაწილეობისთვის. კონფერენციის შემდეგ მე ბრიუსელში დავბრუნდები და ჩვენ გადავხედავთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების საკითხს, პაკეტს, რომელიც საქართველოს ეხმარება, განაგრძოს რეფორმების გატარება", - აღნიშნა მარკ დი პაოლიმ.

მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, აუცილებელია თუ არა MAP -ის მიღება საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის.

„MAP პროცესის ნაწილია. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდებოდა ნატო-ს წევრი, ჩვენ უბრალოდ, უნდა დავიცადოთ მანამ, ვიდრე შესაფერისი დრო იქნება", - აღნიშნა დი პაოლომ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც 6-7 ნოემბერს ბათუმში იმართება, დღევანდელი პანელის დასახელებაა "საქართველოს სტრატეგიულ მზადყოფნა: სიტყვებიდან ქმედებამდე". პანელზე ვიდეომიმართვა აქვს ნატოს გენერალური მდივნის ყოფილ მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს, პანელურ დისკუსიას კი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი უძღვება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა