რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 10 თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით 73%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა

2019 წლის 10 თვის შედეგებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებას 1 მილიარდ 480 მილიონ 100 ათასი ლარი მოახმარა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტი, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, 73%-ზე მეტით აქვს შესრულებული.

სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებების მიერ ბიუჯეტით მათთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების 10 თვის ათვისება გადანაწილდა შემდეგნაირად:

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 944 მილიონ 700 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 73%-ია;

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფოდნი - 281 მილიონ 500 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 80%-ია;

შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 192 მილიონ 900 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 77%-ია და

შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ – 14 მილიონ 400 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 76 %-ია.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ 626 მილიონი ლარით ანუ 73%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა