„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შექმნილი თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO სრული დატვირთვით ამუშავდა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი, თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO სრული დატვირთვით ამუშავდა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, აღნიშნული ხელსაწყო, რომელიც მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე, მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას და ეხმარება მათ უკეთ მართვასა და განვითარებაში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პარტნიორებისთვის იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც მათ ქონდათ, რომ უკეთ ემართათ და განევითარებინათ საკუთარი ბიზნესი. სწორედ ამიტომ, ჩავატარეთ კვლევა, შევისწავლეთ არსებული პროგრამები და შევქმენით სრულიად ახალი, დახვეწილი, ჩვენი პარტნიორების ინტერესებზე მორგებული პროგრამა - OPTIMO, თავისივე მოწყობილობით“, - განაცხადა OPTIMO-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ფოფხაძემ.

„OPTIMO მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს თავისი პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ.

OPTIMO-ს აქვს დახვეწილი მოლარის სივრცე, სადაც ანგარიშსწორება სწრაფი და მარტივია. სივრცეში მოლარეს აქვს შესაძლებლობა, მოძებნოს პროდუქტი სხვადასხვა კომპონენტით (ფოტო, შტრიხკოდი, დასახელება, კატეგორია) და ასევე დაადასტუროს ან მიიღოს წინასწარ დარეგისტრირებული შეკვეთები.

OPTIMO საჭირო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ზომის ბიზნესითვის, აწვდის მათ ინფორმაციას და რჩევებს, როგორ გახადონ თავიანთი ბიზნესი წარმატებული, რაც პირდაპირპროპორციულია OPTIMO-ს წარმატებასთან.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე - www.optimo.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა