იემენში სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 8 ადამიანი შეეწირა

იემენის აჯანყებულებმა ქვეყნის სამთავრობო ძალებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რომლის დროსაც სულ ცოტა 8 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის სამი მშვიდობიანი მოქალაქეა.

მთავრობის სპიკერმა ვადაჰ დობიშმა „ასოშიეითიდ პრესს“ განუცხადა, რომ ირანის მოკავშირე აჯანყებულებმა სამეკავშირეო ძალების მისამართით 4 რაკეტა გაისროლეს, რამაც ძლიერი ცეცხლი და აფეთქებები გამიოწვია. მისივე თქმით, თავდასხმაში დრონებიც იყო ჩართული.

ცნობისთვის, კონფლიქტი იემენში 2014 წელს დაიწყო, როდესაც ირანის მოკავშირე ძალებმა დედაქალაქი სანაა აიღეს. საუდის არაბეთისა და მთავრობის კოალიციური ჯარები კონფლიქტში 2015 წელს ჩაერთვნენ. ომის შედეგად დღემდე 100 000 ადამიანზე მეტია დაღუპული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს