„საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს წყალგამანაწილებელი არხის აღდგენითი სამუშაოები.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დანალექი გრუნტისაგან და ბუჩქნარისაგან გაიწმინდა არხის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი; მოეწყო მონოლითური ბეტონის ბორდიური. ამ დროისთვის მიმდინარეობს არხის ფერდებისა და ძირის მონოლითური ბეტონით შევსება და ტორკრეტირება.

მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე.

„სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 330 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.

პროექტის ღირებულებაა 4 888 850 ლარი. სამუშოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის დასაწყისში დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო