მიხეილ ბატიაშვილი - ვგეგმავ, რომ ჩემი ენერგია უკვე განათლების სისტემის გარედან, ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას

ჩემი როლი და ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ კონკრეტული შედეგების მისაღწევად და განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, საკუთარ ენერგიას სისტემას გარედან, დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით მოახმარს.

„უფრო მეტიც, ვგეგმავ, რომ ჩემი ენერგია უკვე სისტემის გარედან, დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიმდინარე რეფორმას და ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მეტ განვითარებას.

ჩემი როლი და ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული კონკრეტული, მნიშვნელოვანი და დიდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ კონკრეტული შედეგების მისაღწევად და განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც სამთავრობო გუნდს, ასევე სამინისტროს თანამშრომლებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მედიას.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთიან სამთავრობო გუნდს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩემს დიდ გუნდს სამინისტროში, თითოეულ თანამშრომელს, მათ გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ და რაც მთავარია, უზარმაზარია მათი როლი იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს და გაგრძელდება.

დიდი მადლობა ყველას, მასწავლებლებს, ლექტორებს, მეცნიერებს, ექსპერტებს. დიდი მადლობა თქვენ, მედიას, იმისათვის, რომ მუდმივად აშუქებდით ჩვენს პროექტებს“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

რაც შეეხება მის შემცვლელს, როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და განათლების ახალი მინისტრის ვინაობას საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა