რომან გოცირიძე - გადაწყვიტეს, ბატიაშვილის მოხსნით პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ია კერზაიას საქმისთვის, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო

გადაწყვიტეს, მიხეილ ბატიაშვილის მოხსნით პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ია კერზაიას საქმისთვის, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც დეპუტატი ამბობს, ამ საქმეს პოლიტიკური სიმძიმე ვერ მოშორდება.

მიხეილ ბატიაშვილი მოხსნეს. საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ? ასეთი რამ იშვიათად ხდება. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მინისტრის რანგში მისი ყოფნა მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ია კერზაიას საქმე, მინისტრი მუდამ იქნებოდა დარტყმის ქვეშ და გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ამ საკითხისთვის ერთი მინისტრის წასვლით. თუმცა, ამას არაფერი უშველის, რადგან მეორე მინისტრი, ვინც მას დაავალა წინასაარჩევნოდ ამ რეპრესიების ჩატარება, დღეს უკვე არის პრემიერ-მინისტრი,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა