EMC – სუს-ის მაღალჩინოსნების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია რისკების და საჭიროებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის გარეშე ჩატარდა

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პროკურატურის მიერ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა არის ფორმალური, ზედაპირული და პროკურატურას მათთვის არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები,- ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“ განაცხადეს.

EMC ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებს გაეცნო. როგორც ორგანიზაციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პროკურატურის გამოსაკითხი პირებისთვის არ დაუსვამს კითხვები სპეცოპერაციის დაგეგმვის უფლებრივი სტანდარტებისა და მტკიცებულებების წესის მოპოვების და განადგურების/ფაბრიკაციის წესის სავარაუდო დარღვევების შესახებ.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ შეფასებით, სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია რისკების და საჭიროებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის გარეშე ჩატარდა. პანკისის ხეობაში დასაკავებელი პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის რისკები სუს-მა მხოლოდ 2018 წლის 21-22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან მომდინარე ვარაუდს დაუკავშირა და სპეცრაზმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება სუს-ის ხელმძღვანელისა და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლების მხოლოდ ზეპირ კონსულტაციებს დააფუძნა.

„სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების განმარტებებმა აჩვენა, რომ ამ სისტემაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის, სპეცრაზმისა და ლეტალური ძალის გამოყენების შესახებ, სათანადო ანალიზისა და ადეკვატური სამართლებრივი სტანდარტების გარეშე მიიღება. ცხადად ჩანს, რომ ამ პროცესში პრობლემურია სათანადო კოორდინაცია და არ არსებობს ფორმალურად გაწერილი პროცედურული სტანდარტები. უწყების შიგნით პროცესების ამ ფორმით ორგანიზება და გადაწყვეტიებების მიღების ეს წესი ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მაღალ რისკებს ქმნის და უკიდურესად შემაშფოთებელი პრაქტიკაა;

პროკურატურის გამოკითხვები საერთოდ არ შეეხო გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემას და არც კი დაისვა შეკითხვები სუს-ის მიერ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღების წესის სავარაუდო დარღვევასთან და მტკიცებულებების სავარაუდო ფალსიფიკაციასა და განადგურებასთან დაკავშირებით;

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და მათ ადვოკატებს ამ დრომდე არ აქვთ წვდომა საქმის მნიშვნელოვან მასალებზე. კერძოდ, ისინი ვერ ეცნობიან სპეცრაზმის იმ წევრების გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც ძალის გამოყენების ეპიზოდს დეტალურად აღწერს. ამ ოქმების გაცნობა ოჯახს და თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შესახებ სუს-ის უსაფუძვლო ვერსიაზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნისა და მნიშვნელოვანი კითხვების დასმის შესაძლებლობას მისცემდა.

ახალმა მტკიცებულებებმა საბოლოოდ ასევე დაადასტურა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სამედიცინო დახმარება მინიმუმ 25 წუთის დაგვიანებით აღმოუჩინეს. ასევე, დაირღვა დაზიანებების დოკუმენტირების წესი, რის გამოც შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა", -აცხადებენ EMC-ში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის