სახალხო დამცველი - პრეზიდენტმა გამონაკლისის წესით ვიღაცას პრივილეგია არ უნდა მიანიჭოს იმის გამო, რომ სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა გამონაკლისის წესით ვიღაცას პრივილეგია არ უნდა მიანიჭოს მხოლოდ იმის გამო, რომ სინოდმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, - აღნიშნული განცხადება სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მან საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, დროულად ჩამოაყალიბოს შეწყალების პროცედურები და კრიტერიუმები და ამ ჭრილში განიხილოს არა მხოლოდ გიორგი მამალაძის, არამედ ყველა იმ პატიმრის შეწყალების საკითხები, რომლებიც მის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„რაც შეეხება მამალაძის შეწყალებას, ამასთან დაკავშირებით, მე ჯერ კიდევ შარშან დავაფიქსირე ჩენი პოზიცია, როდესაც ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი მე პირადად ჩემი ერთი ხმა მივეცი მის შეწყალებას. თუმცა, მიმაჩნია, რომ დღეს პრეზიდენტი, მაშინ როდესაც ამდენი პატიმარი წელიწადია, რაც ელოდება, დადგინდეს ეს კრიტერიუმები, ისინი ელოდებიან შეწყალების პროცედურას, მე ვფიქრობ, გამონაკლისის წესით ვიღაცას პრივილეგია არ უნდა მიანიჭოს მხოლოდ იმის გამო, რომ სინოდმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს