კობა გვენეტაძე - საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებლის კომენტირებისას განუცხადა, ოქტომბრის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 6.9%-ია, ხოლო საბაზისო ინფლაცია, ანუ ინფლაციის მაჩვენებელი სამომხმარებლო კალათიდან სურსათის და უალკოჰოლო სასმელების, თამბაქოს, ენერგომატარებლების და სხვა, გამორიცხვით, 3.4%-ს შეადგენს, რაც მისივე თქმით, ახლოსაა ინფლაციის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელთან.

„საბაზისო ინფლაცია, როგორც წესი, ინფლაციის დინამიკის მიმართულებას აჩვენებს და ის არაა ძალიან შორს სამიზნე მაჩვენებლისგან. ამასთან, როგორც არაერთხელ განმიმარტავს, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არაა ლიმიტი, რადგანაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოვლენების გამო და ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა საგარეო შოკი, რომელიც საქართველომ მიიღო, შეიძლება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ან დაბალი იყოს. მაგრამ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისად გარკვეული პერიოდის შემდეგ, საშუალოვადიან პერიოდში მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ინფლაცია ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია და ის ყოველთვის არის ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა თანმიმდევრულად გადადგა ნაბიჯები, რათა გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია არ გაიზარდოს და დასტაბილურდეს.

„გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა, 200 საბაზისო პუნქტით გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი, რამაც უნდა მოახდინოს გავლენა ინფლაციაზე სხვადასხვა არხის საშუალებით. ერთი არხი, ესაა ლარის სესხებზე მოთხოვნის შემცირება და ამავე დროს, მოლოდინების არხით ინფლაციაზე ზემოქმედება შემცირების მიმართულებით.

ამასთან, კიდევ ერთი ნაბიჯი იყო სარეზერვო მოთხოვნების შემცირება რომ შემცირდეს წნეხი, რომელიც ინფლაციაზე ლარის გაუფასურებიდან მომდინარეობს,“ - აღნიშნა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ლარიზაციას, კობა გვენეტაძის თქმით, არაა სწორი შეფასება, რომ ეროვნულმა ბანკმა უარი თქვა ლარიზაციის პოლიტიკაზე და შესაბამისად, სებ-ი ამ პოლიტიკის ერთგული რჩება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო