ირაკლი ღარიბაშვილი - ნატო-სთან ურთიერთობას ორ სიტყვაში ვიტყოდი - ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად

რაც შეეხება ნატო-სთან ურთიერთობას, ორ სიტყვაში ვიტყოდი - ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დასრულების შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

მან ისაუბრა კონფერენციის შესახებ და შეაჯამა მის ფარგლებში გამართული დისკუსიები.

„პირველ რიგში, მე მინდა, შევაჯამო კონფერენცია და ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია, 300-მდე მონაწილე გვყავდა. ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე იქნა დისკუსიები გახსნილი და ჩვენ ძალიან საინტერესო პასუხები მივიღეთ, კითხვებიც საინტერესო დაისვა. ჩვენ დავამკვიდრეთ ძალიან კარგი ტრადიცია იმის, რომ მაღალი დონის, რანგის დელეგაციები სტუმრობენ ბათუმს და სწორედ ბათუმში ტარდება უსაფრთხოების კონფერენცია. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, რომელზეც იყო გახსნილი დისკუსიები და ამომწურავი პასუხები გავეცით ყველა კითხვას, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში დაისვა. ასევე მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენ მადლიერებით აღვნიშნავთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერასა და ჩართულობას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგად ჩვენი ქვეყანა არის გაძლიერებული და დაფასებული მთელს საერთაშორისო არენაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, თუ რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს ლონდონის ლიდერთა სამიტის შეხვედრისთვის, განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას სწორი მოლოდინები.

„რაც შეეხება ნატო-სთან ურთიერთობას და ზოგადად მოლოდინებს: მე ყოველთვის მითქვამს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სწორი მოლოდინები. არ შეიძლება, მოსახლეობას ცრუ მოლოდინები გაუჩინო და შემდეგ იმედი გაუცრუო, ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაშვებული. ჩვენ მსგავსი პოლიტიკა არ გვაქვს, პირიქით, ჩვენ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით, მჭიდრო კომუნიკაციით ვატარებთ სწორ პოლიტიკას, სწორი კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან მათი ინფორმირებულობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რომ შევაჯამოთ, ჩვენი პოლიტიკა არის, ორ სიტყვაში ვიტყოდი - ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად. აი, ეს არის ძირითადი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა