ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა

ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა. 6-7 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო "საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას (GDSC) მასპინძლობდა. 6 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მოწვეული სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ხოლო მთავარი მომხსენებელი იყო ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი კრისტოფერ კავოლი.

კონფერენციაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების აქტუალური საკითხები განიხილეს. კონფერენცია, რომელიც წელს რიგით მეცამეტე იყო, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობდა, რომლებიც ინტერაქციული სესიებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონის, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე გამოწვევების შესახებ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს უზიარებდნენ.

2019 წლის კონფერენცია ოთხ პანელურ სესიას მოიცავდა. 6 ნოემბერს, პანელები შეეხებოდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს განვითარებას, ასევე, საქართველოს არჩეულ საგარეო კურსს და ბოლოს, ჰიბრიდულ ტაქტიკასა და ჰიბრიდულ საფრთხეებს.

7 ნოემბერს, პანელური დისკუსია "საქართველოს სტრატეგიულ მომზადება: სიტყვებიდან ქმედებამდე" იყო.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო