რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, სირიის საკითხის განხილვას ვლადიმერ პუტინთან აპირებს

ქურთების დანაყოფებმა ჯერ კიდევ არ გაიყვანეს თავიანთი მებრძოლები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, - ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

”ერთი მხრივ, ჩვენ მოლაპარაკებები გავმართეთ აშშ-სთან, რის შედეგადაც ტერორისტებს 120 საათი მიეცათ რეგიონის დასატოვებლად, მაგრამ ეს შეთანხმებები არ შესრულებულა”, - ამბობს თურქეთის ლიდერი.

მისივე თქმით, „ტერორისტები კვლავაც ახორციელებენ თავდასხმებს თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე, რის შედეგადაც, დღეს დილით, სირიის ეროვნული არმიის 11 ჯარისკაცი დაიღუპა“.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ სირიის საკითხს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან განიხილავს.

„წუხელ მე ტრამპს ვესაუბრე. ამის შემდგომ, მე მოლაპარაკებებს ვლადიმერ პუტინთან გავმართავ, რათა შევაფასოთ სიტუაცია“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს