ლევან დავითაშვილი - ჩამორჩენა გვაქვს მეღვინეობის მხრივ ტრადიციულ რეგიონებში, მათ შორის კახეთთან მიმართებაში

მევენახეობის ხელშემწყობ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მორიგ პროგრამაში გარკვეული მოდიფიკაციები შევიტანეთ, რათა მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობას მივცეთ საშუალება და სტიმული, რომ მევენახეობა-მეღვინეობის კოოპერატივები ჩამოაყალიბონ და თავიანთი მოყვანილი პროდუქცია გადაამუშაონ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, ჩამორჩენა გვაქვს მეღვინეობის მხრივ ტრადიციულ რეგიონებში, როგორიცაა კახეთი, თუმცა, მინისტრი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციართა რიცხვი გაიზრდება.

„დღეს მთავრობის სხდომაზე წარვადგინეთ პროექტი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მორიგი პროგრამა, რომელიც მიზნად მევენახეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეს პროექტი საქართველოში 2017 წლიდან არსებობს. ჩვენ გარკვეული მოდიფიკაციები შევიტანეთ, რათა მივცეთ საშუალება და სტიმული მაღალმთიან რეგიონებში და ისეთ დასახლებებში, სადაც არც თუ ისე განვითარებულია მევენახეობა, რომ ჩამოაყალიბონ მევენახეობა-მეღვინეობის კოოპერატივები და გადაამუშაონ თავიანთი მოყვანილი პროდუქცია - ყურძენი და აწარმოონ მაღლი ხარისხის ღვინოები. რეგიონებში ვიზიტისას, შეხვედრების დროს, ეს საკითხი აქტიურად ისმოდა ხოლმე. განსაკუთრებით მეღვინეობის ტრადიციულ რეგიონებში, სადაც სამწუხაროდ, დღეს ჩამორჩენა გვაქვს, დავუშვათ კახეთთან მიმართებაში, მაგრამ ამავდროულად, ყოველთვის იყო ტრადიციები ღვინის წარმოების - იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქართლში და ა.შ. ვფიქრობთ, უფრო მეტ ბენეფიციარს ჩავრთავთ ამ პროგრამაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა