საქართველოს ფოსტა 11 ნოემბერს დასაქმების ფორუმს გამართავს

„საქართველოს ფოსტა“ 11 ნოემბერს დასაქმების ფორუმს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს, პროექტის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა პირისპირ შეხვდეს დამსაქმებელს, გაიაროს გასაუბრება და დასაქმდეს საქართველოს ფოსტაში კურიერის პოზიციაზე.

„კურიერის პოზიციაზე დასაქმებული პირის ანაზღაურება შეადგენს 500 -750 ლარს, აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული კადრის ძირითადი სამუშაო მოვალეობებია : საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის და სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისთვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - gpost.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დასაქმების ფორუმი გაიმართება საქართველოს ფოსტის სათავო ოფისში (სადგურის მოედანი #2) 12:00-იდან 16:00 საათამდე.

ცნობისთვის, საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომპანიაში დასაქმებულია 3000-მდე მაღალკვალიფიციური კადრი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა