თინა ბოკუჩავა დავით მათიკაშვილს - ისე ხელაღებით იწყებთ დევნას ოპოზიციის წინაღმდეგ, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს მეც მომადგეთ

ბატონო დავით, ისე ხელაღებით იწყებთ დევნას ოპოზიციის წინაღმდეგ, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს მეც მომადგეთ, - ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის დეპუტატს, დავით მათიკაშვილს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ალექსანდრე წულაძეს უსმენდნენ, თინა ბოკუჩავა დაინტერესდა, უნდა იყოს თუ არა მოსამართლე დამოუკიდებელი პოლიტიკური სიმპათიებისაგან.

„შალვა თადუმაძემ პირდაპირ გვითხრა, რომ მისი ყველაზე დიდი დამსახურება არის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლა. ადამიანმა, რომელმაც სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უნდა დაიმკვიდროს ადგილი, ღიად გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომ მისი კარიერის მწვერვალი, ყველაზე დიდი მიღწევა არის მთავარ პროდასავლურ ძალასთან ბრძოლა. რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს ამ ტრიბუნიდან?! მაგალითად, მე და დავითს შორის რომ შეიქმნას რაღაც დავა და ავიდეს ეს საქმე უზენაესამდე, იქ მსაჯულად დაგხვდეს თადუმაძე - შეიძლება მან განიხილოს ჩემი და მათიკაშვილის დავა? “- მიმართა მოსამართლეობის კანდიდატს თინა ბოკუჩავამ, რაზეც დავით მათიკაშვილმა თავის მხრივ უპასუხა, რომ მათ სადაო არაფერი ექნებათ.

„ბატონო დავით, ისე ხელაღებით იწყებთ დევნას ოპოზიცის წინაღმდეგ, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს მეც მომადგეთ. თადუმაძე ღიად აცხადებს ბრძოლას ჩემთან, რომან გოცირიძესთან, ნიკა მელიასთან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამბობს, რომ ეს მისი ცხოვრების კრედო და მიღწევაა. ამის გამო ის იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას და სავარაუდოდ, დაიკავებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს. რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ მან განსაჯოს ვინ იქნება მართალი, მე თუ ბატონი მათიკაშვილი“,- იკითხა ბოკუჩავამ, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ მას ექნება უფლება მოითხოვოს აცილება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა