საქართველოში ახალი ბრენდი Amber Group-ი  შემოდის, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 6 სასტუმროს ააშენებს

საქართველოში ახალი ბრენდი Amber Group-ი შემოდის, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 6 სასტუმროს ააშენებს კახეთში, გუდაურში, შოვში, მესტიასა და ახაშენში. მათგან, გუდაურში სასტუმროს გახსნა, მიმდინარე წელს ზამთრის სეზონისთვის იგეგმება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, Amber Group-ი M2 -თან ერთად Georgian Capital-ის მიერ შექმნილ ახალ ჰოლდინგში “Georgian Real Estate Holding”-ი (საქართველოს უძრავი ქონება) გაერთიანდება.

როგორც „საქართველოს უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, Amber Group-ი ფოკუსირებული იქნება ქართული კულინარიის, მეღვინეობის, ტრადიციების პოპულარიზაციაზე და მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების ნაკადს მოიზიდავს ქვეყანაში.

„საქართველოს კაპიტალმა“ გადაწყვიტა დააფუძნოს „საქართველოს უძრავი ქონება“, რომელიც გააერთიანებს როგორც M2 ჯგუფს, ასევე ტურიზმისა და სასტუმროების მიმართულებას. ტურიზმისა და სასტუმროების მიმართულებით განვაცხადეთ, რომ შემოდის ახალი ბრენდი Amber Group-ი. გარდა Amber Group-ისა, ჩვენს ჯგუფს აქვს სტრატეგიაში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების გახსნაც, ერთ-ერთი მათგანია Kempinski. უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში ვაპირებთ 12 სასტუმროს გახსნას, სადაც განთავსდება ჯამში 1200 ოთახი და ჯამური ინვესტიცია 130 მილიონ დოლარს აღემატება. როცა ასეთი მასშტაბით ინვესტიციების განხორციელებაზეა საუბარი, ჩვენ გვჯერა საქართველოს ეკონომიკისა და ეკონომიკური მომავლის და გვჯერა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც არის საქართველოში შენარჩუნდება. რომ არ ვიყოთ ასე პოზიტიურად განწყობილები, ასეთ მასშტაბურ ინვესტიციებს არ განვახორციელებდით,“ - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

რაც შეეხება M2-ის გეგმებს, როგორც გენერალურმა დირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, მომავალი 5 წლის განმავლობაში კომპანია აპირებს სამი დიდი პროექტის განხორციელებას.

„ჯამში ეს არის 1 მილიონი საცხოვრებელი ფართის აშენება, რაც 410 მილიონის ინვესტიციას მოიცავს და ამის გამო ყოველწლიურად 2500 სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა