ბურკინა ფასოში თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა ფასოში, კანადური ოქროს მომპოვებელი კომპანიის პერსონალზე თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა.

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხუთი ავტობუსი, სამხედრო ესკორტით ბოუნგუს მაღაროსკენ მიემართებოდა.

ადგილობრივი გუბერნატორის ოფისის ცნობით, კოლონას უცნობი შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. მათივე ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

ბოლო რამოდენიმე წელია, ბურკინა ფასოში, მეზობელ მალიში არსებული კონფლიქტის შედეგად, მძიმე მდგომარეობაა. კრიმინალის მაღალმა დონემ და მუდმივმა შეიარაღებულმა თავდასხმებმა ასიათასობით ადამიანი აიძულა, რეგიონი დაეტოვებინა.

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ბიზნესოპერაციები მობილური ტელეფონით - ტერაბანკის მობაილბანკი ბიზნესისთვის
ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო მომსახურება - კოლიერსის და MMS-ის ერთობლივი პროდუქტი
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა