ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს - დახვეწილი ბოროტი სისტემის შემქმნელის, ზურაბ ადეიშვილის თანაშემწე იყავით და 28 წლის ადამიანი ვერ გრძნობდით, რომ რაღაც ისე არ მიდიოდა?

თქვენ იყავით დახვეწილი ბოროტი სისტემის შემქმნელის, ზურაბ ადეიშვილის თანაშემწე, 28 წლის ადამიანი როცა ამ სისტემაში მუშაობდით, ვერ გრძნობდით, რომ რაღაც ისე არ მიდიოდა? - ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ალექსანდრე წულაძეს მიმართა.

ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, არ ფიქრობს, რომ ალექსანდრე წულაძეა პასუხისმგებელი „იმ ბოროტი მემკვიდრეობის“.

„მაგრამ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერი აინტერესებთ და თქვენ მაშინ 27-28 წლის იყავით, ვერ გრძნობდით, რომ რაღაც ისე არ მიდიოდა? ან მეგობრებისგან, ან მეზობლებისგან არ გსმენიათ, რომ იყო ტერორი? თქვენ ამ დროს რას ფიქრობდით? ფიქრობდით კარიერაზე ამ სისტემაში თუ ფიქრობდით, რომ მოგეცემოდათ შანსი და ამხელდით ამ სისტემას?“ - მიმართა წულაძეს ლევან გოგიჩაიშვილმა, რაზეც წულაძემ უპასუხა, რომ ის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე იყო და ისეთი საქმე არ გაუკეთებია, რომელსაც ინანებს.

„უმცირესი დოზითაც კი არ გამიკეთებია ისეთი საქმე, რომელსაც მე ვნანობ. მე ვიყავი კეთილსინდისერი საჯარო მოხელე, ამასთანავე, არ ვყოფილვარ ჩასაფრებული თანამშრომელი“, -განაცხადა წულაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს