ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტრო და პირადად მე ჩართული ვიყავით მაკო გომურის თვალის რეაბილიტაციის პროცესში

ჯანდაცვის სამინისტრო და კონკრეტულად მე ვიყავით ჩართული მაკო გომურის თვალის რეაბილიტაციის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტიზის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მაკო გომურის სამედიცინო პროცედურები უცხოეთში გაგრძელდება.

"სამწუხაროდ, ამ ფაქტის შესახებ ექსპერტიზამ რა დასკვნა დადო, ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა რა თქმა უნდა, ფაქტით დავინტერესდები. ჯანდაცვის სამინისტრო და კონკრეტულად მე ვიყავით ჩართული მაკო გომურის თვალის რეაბილიტაციის პროცესში. მას არაერთი პროცედურა ჩაუტარდა როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის კლინიკაში. ასევე იგეგმება მისი თვალის რეაბილიტაციის კუთხით არაერთი პროცედურის ჩატარება უცხოეთში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა