ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მოწადინებულია იმუშაოს მეტი ნატო-სთვის საქართველოში და მეტი საქართველოსთვის ნატო-ში

საქართველო მოწადინებულია იმუშაოს მეტი ნატო-სთვის საქართველოში და მეტი საქართველოსთვის ნატო-ში,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის IV პანელზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, „ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით აღსავსე, მაგრამ მზად.“ მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან.

„უსაფრთხოების გამოწვევის თვალსაზრისით ჩვენ გვჭირდება შიდა და საგარეო პოლიტიკის კომბინაცია. ამერიკის მთავრობა პოლიტიკურ, ფინანსურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ახორციელებს, რასაც ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ. ევროპული ინტეგრაცია და ნატო-ს წევრობა ერთად, მოგვცემს სერიოზულ საფუძველს შეუქცევადი განვითარებისა და სტაბილური სოციალური და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისთვის. ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობას გაამყარებს. საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანაა ათწლეულის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო