ჰააგის სასამართლომ კონგოელ სამხედრო დიქტატორს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის, 30 წელი მიუსაჯა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კონგოელ სამხედრო დიქტატორს, რომელსაც „ტერმინატორს“ უწოდებდნენ, 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბოსკო ნტაგანდას, ბრალი მრავალი დანაშაულისთვის წარედგინა, მათ შორის გაუპატიურებასა და ომის დანაშაულებებისთვის.

აფრიკის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი სასამართლოს განაჩენს მიესალმა და განაცხადა, რომ ეს პირდაპირი გზავნილია ადამიანებისთვის, რომ „თუნდაც ერთ დროს ხელშეუხებელი ადამიანები, ერთ დღესაც მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან“.

მოსამართლეებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ნტაგანდა დამნაშავედ იქნა ცნობილი „მათ შორის მკვლელობებში, მამაკაცთა და ქალების გაუპატიურებაში, ბავშვების ჯარისკაცებად გამოყენებაში“ და სხვა მრავალ ეპიზოდში. მათივე თქმით, ნტაგანდა ბავშვებს ბრძოლის დროს, ფარად იყენებდა.

ცნობისთვის, ნტაგანდა აჯანყებულთა ჯგუფის სამხედრო შტაბის უფროსის მოადგილე იყო, რომელიც კონგოს გათავისუფლებისთვის იბრძოდა. ბოსკო ნტაგანდა დამნაშავედ იქნა ცნობილი 2002-2003 წლებში კონგოში მომხდარი ეთნიკური კონფლიქტის დროს ჩადენილი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო