რომან კაკულია - მე ძალიან დიდი პრეტენზია მექნებოდა იმ კანდიდატის მიმართ, რომელიც შესაძლოა, დაინიშნოს კულტურის მინისტრად

მე ძალიან დიდი პრეტენზია მექნებოდა იმ კანდიდატის მიმართ, რომელიც შესაძლოა, დაინიშნოს კულტურის მინისტრად. შევაფასებდი მის დამოკიდებულებას ძალიან აქტუალურ მსოფლმხედველობრივ საკითხებზე, რომელიც დღეს პრობლემატურია საქართველოში,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ჟურნალისტებს სპორტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფისა და მინისტრად ბადრი მაისურაძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, კულტურის სამინისტროს მთავარი გამოწვევა არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, არამედ ქვეყანაში არსებული ის კონფლიქტებია, რომელიც სხვადასხვა ღირებულებების ადამიანების დაპირისპირებით არის გამოწვეული და ამის ნათელი მაგალითია ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებული მოვლენები.

"მე ძალიან დიდი პრეტენზია მექნებოდა იმ კანდიდატის მიმართ, რომელიც შესაძლოა, დაინიშნოს კულტურის მინისტრად და მხოლოდ მის გამოცდილებას აქ არ გამოვყოფდი. შევაფასებდი მის მსოფლმხედველობას, მის დამოკიდებულებას ძალიან აქტუალურ მსოფლმხედველობრივ საკითხებზე, რომელიც დღეს პრობლემატურია საქართველოში და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებოდი. ეს უნდა იყოს ძალიან დახვეწილი ანალიტიკოსი, რომელსაც შეუძლია კულტურასთან, ზოგადად ასეთი ტიპის ქვეყნების ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით სერიოზული ანალიზის გაკეთება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ არის დღეს მთავარი გამოწვევა, არის სხვა რაღაცები. ძალიან ბევრი კონფლიქტი ამ ქვეყანაში, დაწყებული ფილმის ჩვენებიდან, რომელიც დღეს არის, უკავშირდება სხვადასხვა ღირებულების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულების ფორმატებისა და ფორმის არარსებობას და ამ პრაქტიკის და ამ შინაარსის არარსებობას. რეალურად კულტურის სამინისტრო არის სწორედ ის დაწესებულება, რომელმაც სწორედ ამ ფორმატების არსებობა უნდა უზრუნველყოს, სადაც კონსერვატიული და ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულების გამოწვევა იქნება გაანალიზებული და ქვეყანამ უნდა გადადგას წინ ნაბიჯი. ეს სპორტის სამინისტროში ვერ მოხდება, კულტურის სამინისტროში უნდა მოხდეს“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა