თბილისში ეროვნული კონფერენცია „მაღალი ღირებულების საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოს მებაღეობაში“ გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ეროვნული კონფერენცია „მაღალი ღირებულების საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოს მებაღეობაში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის აქტიური მხარდაჭერისთვის. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება ქვეყანაში მეხილეობის დარგის განვითარების პოტენციალზე გაამახვილა და ამ მიზნით, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ და განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა.

„წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მებაღეობის მიმართულების განვითარებას. თუმცა დღეს, ქართული სოფლის მეურნეობა უკვე თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც მაღალ ღირებულებათა სეგმენტში შევა. უნდა განვითარდეს ღირებულებათა სრული ჯაჭვი და ბაზარზე, პირველადი წარმოების პროდუქტებთან ერთად, გადამუშავებული, საბოლოო სახის პროდუქციაც უნდა იყოს წარმოდგენილი. ვფიქრობ, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, აღნიშნული მიმართულებით პოზიტიურ შედეგს მალე მივაღწევთ“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს მებაღეობის განვითარების პერსპექტივები და სექტორში არსებული საუკეთესო საინვესტიციო მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო კაკლოვანი კულტურების, კენკრის და სუფრის ყურძნის განვითარების პოტენციალს, ასევე საქართველოს, როგორც ახალი ხილისა და ბოსტნეულის ლოგისტიკურ ჰაბად ქცევის პერსპექტივას.

უწყების ცნობით, ღონისძიებას ფერმერები, ხილის მწარმოებლები, ქართული და საერთაშორისო დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

კონფერენცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის EU4business ინიციატივის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა