ვახტანგ შაქარიშვილი - ვინც ხმალამოღებული ეფარებიან მიქაუტაძეებს, ჩინჩალაძეებს და მურუსიძეებს, აქვთ კარგი მაგალითი - როგორც მოისროლეს მათი მეგობარი ვანო ზარდიაშვილი, ისე მოისვრიან ამ ადამიანებს

იმ ადამიანებს, ვინც ხმალამოღებული ეფარებიან მიქაუტაძეებს, ჩინჩალაძეებს, მურუსიძეებს, აქვთ ძალიან კარგი მაგალითი, როგორც მოისროლეს მათი მეგობარი ვანო ზარდიაშვილი, ისე მოისვრიან ამ ადამიანებს - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასთან ერთად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვახტანგ შაქარიშვილს იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი აღნიშნულ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.

„მაინც მაქვს იმ ადამიანების იმედი, ვისთან ერთადაც გარკვეული წლები გაგვივლია და „ქართულ ოცნებას“ ერთი პერიოდი ერთდროულად წარმოვადგენდით, გარკვეული ღირებულებებისთვის ერთად ვიბრძოდით.

ასევე, მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ხმალამოღებული ეფარებიან მიქაუტაძეებს, ჩინჩალაძეებს, მურუსიძეებს და ერთგულებენ ვიღაცის ინტერესებს, მათ აქვთ ძალიან კარგი მაგალითი, როგორც მოისროლეს მათი მეგობარი ვანო ზარდიაშვილი, როგორც ნახმარი წინდა, ისე მოისვრიან ამ ადამიანებს და მათი ადგილი არ იქნება არც პარლამენტში, არც ქართულ საზოგადოებაში. მე მაქვს იმედი, პარლამენტის წევრების, ადამიანების, რომელთაც შერჩენიათ გარკვეული ღირსება და ამ უსამართლობის დაკანონებას ხელს არ მოაწერენ, კენჭისყრისას აუცილებლად გამოიყენებენ წითელ ღილაკს“,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

ამირან სალუქვაძე - რაც ახლა ხდება, ეს არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკურ ოპონენტთა შორის თანაცხოვრების კრიზისია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2019
მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)