დავით ბერძენიშვილი - ყველაზე ცუდი შედეგებითაც კი პარლამენტში რამდენიმე მანდატის აღებას შევძლებთ

დე-ფაქტო ბლოკების არსებობის შესაძლებლობა არის ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რამდენიმე მანდატს, ყველაზე ცუდი შედეგების შემთხვევაშიც, აიღებს.

„საბოოლოოდ მიღებული არ არის კონსტიტუციური ცვლილებები, თუმცა რა რეალობაც გვექნება და როგორი საარჩევნო სისტემაც იქნება, იმის შესაბამისად მიიღებს „რესპუბლიკური პარტია“ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებთან. როცა პრაქტიკულად, ბუნებრივ ბარიერზეა საუბარი და პრაქტიკულად, 13-14 ათასი ხმა არის ერთი მანდატი, ყველაზე ცუდი შედეგებითაც კი რამდენიმე მანდატის აღებას შევძლებთ. ხელისუფლება როცა მოდიოდა პროპორციულ სისტემაზე, მოაყოლა ნაღმები უბლოკო და უბარიერო, თუმცა, დე-ფაქტო ბლოკების არსებობის შესაძლებლობა არის ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო