თინა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილს „დაბალი ავტორიტეტის“ მქონე უწოდა, ოხანაშვილმა კი ოპოზიციონერ დეპუტატს „სცენების შეწყვეტისკენ“ მოუწოდა

თქვენი დაბალი ავტორიტეტი თქვენსავე კომიტეტში თქვენთვის სამარცხვინო რომაა და ამიტომ არ მირთავთ მიკროფონს, ეს გასაგებია, - ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს ამავე კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

მას შემდეგ, რაც თინა ბოკუჩავამ მოსამართლეობის კანდიდატთან შეკითხვების დასმა დაასრულა, მას იმის აღნიშვნა სურდა, რომ კომიტეტის სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი არ ესწრება, თუმცა ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა.

„რა უფლება გაქვთ, რომ დეპუტატს არ ურთავთ მიკროფონს?! პროცედურულ საკითხზე მინდა კომენტარის გაკეთება. თქვენ გგონიათ, რომ ამით თქვენი ავტორიტეტი იმატებს? თავს რომ ირცხვენთ ვერ ხვდებით? ბატონი რომანი, რომელიც თქვენი წევრებისგან განსხვავებით ყველა კანდიდატის განხილვას ესწრებოდა, დისციპლინარული ლექციების სამიზნე გახდა გუშინ თქვენი მხრიდან. თქვენი დაბალი ავტორიტეტი თქვენსავე კომიტეტში თქვენთვის სამარცხვინო რომაა და ამიტომ არ მირთავთ მიკროფონს, ეს გასაგებია,“ - მიმართა ბოკუჩავამ ოხანაშვილს.

თავის მხრივ, ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას თავშეკავებისკენ და „სცენების“ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„პროცედურა არ ითვალისწინებს, რომ თქვენ აქ კომენტარები აკეთოთ. თქვენი კომენტარები აკეთეთ კამერებთან რომ გაბრძანდებით. თქვენ რაც არ უნდა მოისურვოთ, პოლემიკაში შემოსვლას არ ვაპირებ. დამშვიდდით, სცენებს ნუ აწყობთ და თავი შეიკავეთ. თქვენ პოზიციონირებთ პარტიული ინტერესებით,“ - მიმართა ოხანაშვილმა ბოკუჩავას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა