14 ნოემბრიდან, თვეში ერთხელ, ჟურნალ „გზასთან" ერთად, „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ გაიყიდება

14 ნოემბრიდან, თვეში ერთხელ, ჟურნალ „გზასთან" ერთად, „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" გაიყიდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L“-იდან აცნობეს.

„ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" საქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მისა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის მიერ განხორციელებული პროექტია, რომელიც წიგნ-ალ­ბომ­სა და მო­ნე­ტე­ბის კო­ლექ­ცი­ას აერთიანებს.

„პალიტრა L“-ის მარკეტინგის ხელმძღვანელის, ანანო თავხელიძის განცხადებით, მონეტების კომპლექტი სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.

„ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" შედგება 24 მონეტისაგან, რომლითაც ივსება წიგნი-ალმობი. 14 ნოემბრიდან, თვეში ერთხელ, ჟურნალ „გზასთან" ერთად, მონეტების კომპლექტი სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. პროექტი 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მკითხველი 4 თვის გამნავლობაში, ჟურნალთან ერთად 5-5, ბოლო თვეს კი - 4 მონეტას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განმავლობაში (5 თვე) წიგნი-ალბომი, რომელსაც მკითხველი შეგროვებული 24 მონეტით შეავსებს, სპეციალურ ფასად - 20.90 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. ალბომს ასევე, მოჰყვება სპეციალური ლუპა. ვფიქრობ, რომ ისტორიული პროექტია, რადგან უკვე ყველა ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, შეეხოს საქართველოს ისტორიას“, - განაცხადა ანანო თავხელიძემ.

„ალ­ბომ­ზე ნუ­მიზ­მატ­თა და ის­ტო­რი­კოს­თა გუნ­დი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. წიგნ-ალ­ბომ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნე­ტე­ბის ორი­გი­ნა­ლე­ბი და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში.

თი­თო­ე­ულ მო­ნე­ტას ერ­თვის შე­სა­ბა­მი­სი ეპო­ქის მი­მო­ხილ­ვა. ალ­ბომ­ში შეხ­ვდე­ბით ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცულ ეპო­ქე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბის ფო­ტო­ებ­საც, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­უ­ლი სი­ზუს­ტით აღ­წე­რენ თი­თო­ე­ულ მო­ნე­ტას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მო­ნე­ტებ­თან ერ­თად ავარ­ჩი­ეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბიც, რათა ეპო­ქა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გაგ­ვე­ცო­ცხლე­ბი­ნა. და­ახ­ლო­ე­ბით ნე­კის ფრჩხი­ლის­ხე­ლაა იმე­რე­თის მეფე გი­ორ­გი მე­ო­რის მო­ნე­ტა, მაგ­რამ მას­ზე და­ტა­ნი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ზუს­ტად იმე­ო­რებს გე­ლა­თის ტაძ­რის ფრეს­კას, რომ­ლის ფო­ტო­მა­სა­ლაც თან ერ­თვის წიგნს. და­ვით ნა­რი­ნის მო­ნე­ტას ფო­ტო­მა­სა­ლად დმა­ნი­სის ნა­ქა­ლა­ქა­რი შე­ვურ­ჩი­ეთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­მარ მე­ფის მო­ნე­ტა, რო­მელ­ზეც დე­დოფ­ლის ხელრ­თვაა (ფაქ­სი­მი­ლეა) აღ­ბეჭ­დი­ლი და თა­მა­რის ვერ­ცხლის სურა, რო­მე­ლიც სვა­ნე­თის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. ერეკ­ლე მე­ფის მო­ნე­ტას მე­ფის ხმლის ფოტო და­ვურ­თეთ. ასე რომ, ეს წიგ­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. მისი გაც­ნო­ბით, კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბის სურ­ვილ­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა მკი­თხველს სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ტე­რე­სიც გა­უჩ­ნდეს. ვინ იცის, იქნებ ამ წიგ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა ხვალ ჩვენ შეგვცვა­ლონ”, - განაცხადა ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცი­ის თა­ნა­ავ­ტო­რმა მაია პა­ტა­რი­ძემ.

„ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მა­ტი­ა­ნეა, რო­მე­ლიც უძველესი დრო­ი­დან XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. ამ მო­ნე­ტე­ბით მოყოლილი ის­ტო­რია არის სა­ინ­ტე­რე­სო გზა - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო გზა და ის პე­რი­ო­დები, რო­დე­საც ფული იჭ­რე­ბო­და. ყველა მო­ნე­ტა ძა­ლი­ან სკურ­პუ­ლო­ზუ­რად არის შერ­ჩე­უ­ლი იმ მეფეებთან დაკავშირებით, რო­მლთაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ყვე­ლა ფული დე­ვალ­ვა­ცი­ას გა­ნიც­დის, თუმ­ცა ეს არის ფული, რომელიც არასდროს უფასურდება. 24 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ნე­ტა - სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად გვი­ამ­ბობს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა