ხატია წილოსანი  პროექტის „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა’’ წარდგენას დაესწრო

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა’’ წარდგენა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი დაესწრო.

ხატია წილოსანის თქმით, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა შესაძლებლობას იძლევა მაქსიმალურად იქნას წარმოჩენილი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოტენციალი.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ზოგადად, საქართველოს მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ მიმართულების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, განსაკუთრებით კი, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ვფიქრობ, ქვეყანაში ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოტენციალი. სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურულ იდენტობას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და ექსპორტის, შესაბამისად კი, შემოსავლების ზრდას“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კი აღნიშნა, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, ისე ქართული ტრადიციული, განსაკუთრებული თვისებების მქონე პროდუქტების პოპულარიზაციისთვის.

ევროკავშირის მიერ 1.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებული პროექტის „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა’’ მიზანია, ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის დებულებებითა და ეფექტიანი დამხმარე ინსტრუმენტების შექმნის გზით, საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ბენეფიციარი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრია. აღნიშნული პროექტი 2021 წლის იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული სამსახურები და მოცემულ სფეროში მათი პარტნიორები (იტალია და საფრანგეთი) განახორციელებენ.

ღონისძიებას საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩი ენრიკო ბარტოლი, საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროექტის ლიდერები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს