დავით მათიკაშვილი ომბუდსმენის მოწოდებაზე - გამონაკლისი და ინდულგირებული პირები ჩვენს სახელმწიფოში არ უნდა არსებობდნენ

გამონაკლისი და ინდულგირებული პირები ჩვენს სახელმწიფოში არ უნდა არსებობდნენ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი საგამოძიებო ორგანოების მიმართ სახალხო დამაცველის მოწოდებას. თუმცა, დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ გარკვეული ჯგუფები პარტიული ინტერესების გამო, ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაციას ცდილობენ.

"ნებისმიერი ფაქტი, რომელიც თავის შინაარსში კრიმინალს შეიცავს, ცხადია, არ უნდა დარჩეს საგამოძიებო ორგანოების თვალთახედვის არეს გარეთ. მეორე საკითხია ის, რომ საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომლის მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი სწორედ ამ აღმსარებლობის არის და ეკლესიას საკუთარი საეკლესიო კანონები გააჩნია კონკრეტულად იქ არსებული ვითარების დასარეგულირებლად, ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ მეორეა, რომ ჩვენ სეკულარული ქვეყანა ვართ. თუკი რაიმე დანაშაულს ან კრიმინალს ჰქონდა ადგილი, გამონაკლისი და ინდულგირებული პირები ჩვენს სახელმწიფოში არ უნდა არსებობდნენ. ზოგადად, თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, პასუხი უნდა იყოს გაცემული. თუმცა, ჩვენ ვაკვირდებით ცალკეული ჯგუფების, პირების და შესაძლებელია პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე დისკრედიტაციის მცდელობას საპატრიარქოს, უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ეს უმსგავსო საქციელი საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა. ეს თემაც არახალია, რადგან კარგად გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლები, ეკლესიების დანგრევა, შანტაჟი, რასაც იყენებდა ის ხელისუფლება ყველას და მათ შორის სასულიერო პირების მიმართ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას აზრით, სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ხასიათის შესაძლო დანაშაულების შესახებ ინფორმაციით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში აღნიშნული კუთხით გავრცელებული ინფორმაციები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს შეიცავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო