მაია მიმინოშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა მინისტრის თანამდებობაზე განიხილება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე განიხილება, არ ადასტურებს.

როგორც მიმინოშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, აღნიშნულ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ აქვს.

მიმინოშვილის განცხადებით, მის მიმართ „არანაირ შემოთავაზებას ადგილი არ ჰქონია“.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის პოსტი დღეს დატოვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს