გიორგი მშვენიერაძე -კანდიდატების მცირე ნაწილია, რომელიც საკუთარი კომპეტენციით იმ კრიტერიუმებს შეესაბამება, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მოეთხოვება

თვალსაჩინოდ ვნახეთ კანდიდატები, რომლებსაც არათუ უზენაეს სასამართლოში უვადოდ მოსამართლეობა, არამედ რამდენად აქვთ მუშაობის უფლება ზოგადად სასამართლო სისტემაში, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის,- ამის შესახებ კოალიცია „გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ კანდიდატებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ისედაც ნდობადაკარგულ სასამართლო სისტემას კიდევ მეტად არ დააკარგინებს საზოგადოების ნდობას.

„შესაძლებელია გვქონდეს საერთო შეხედულებები პროცესზე და კანდიდატებზე. პროცესზე ყველას აქვს შეხედულება, რომ ღია პროცესია, რაც შეეხება კანდიდატებს, მალე მოგვეცემა შესაძლებლობა წინასწარი ხედვა და პროგნოზები გვქონდეს, რას აპირებს ხელისუფლება. ჩემი დაკვირვებით, კანდიდატების ძალიან მცირე ნაწილია, რომელიც საკუთარი კომპეტენციით შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რაც მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს",- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა