სალომე ზურაბიშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მოწოდებას საოკუპაციო ხაზზე ყველა გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მოწოდებას საოკუპაციო ხაზზე ყველა გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ მიესალმება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„მივესალმები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მოწოდებას საოკუპაციო ხაზზე ყველა გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ. საერთაშორისო საზოგადოებისადმი ჩემი გუშინდელი მიმართვის შემდეგ პოზიტიური წინსვლისა და ადამიანის უფლებების დაცვის იმედი მაქვს“, - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს და დე ფაქტო რეჟიმს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო