ერაყში საპროტესტო აქციებს ბოლო 24 საათის განმავლობაში  10 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში საპროტესტო აქციებს ბოლო 24 საათის განმავლობაში 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ერაყის მოსახლოებამ მსვლელობა ბაღდადის ცენტრალურ ნაწილში მოაწყო. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებას ბოლო 24 საათის განმავლობაში 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელია. დაშავებულია 35 ადამიანი, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ერაყში საპროტესტო აქციების ტალღა 1 ოქტომბრიდან დაიწყო. მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, უმუშევრობასა და კორუფციის მაღალ დონეს აპროტესტებს. მას შემდეგ აქციებს 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 5 000-ზე მეტი კი დაშავდა. 31 ოქტომბერს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდელ მაჰდიმ გადადგომისა და ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნის მზადყოფნა გამოთქვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო