ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეებს დღეს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას და მოქალაქეებს ამ ჩვენების ხელის შეშლისკენ მოუწოდებს.

„არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება არცერთ კინოთეატრში ამ სამი დღის განმავლობაში ზუსტად ისე, როგორც გასულ წელს ე.წ პრაიდი აღვკვეთეთ. ყველას, ვინც შეურაცხყოფილნი ხართ იმით, რაც გასულ კვირას აკადრეს ჩვენს პატრიარქს, მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ. ეს ერთი და იგივე პროცესია ჩვენი ქვეყნისა და ეკლესის ნგრევის,“ - განაცხადა ვასაძემ ვიდეომიმართვაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ლევან ვასაძე ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეებს 8 ნოემბერს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს.

„პარასკევს, 8 ნოემბერს, 16:00 საათზე ვერის ბაღში დავდგეთ ერთად ეკლესიისა და ქვეყნის სადარჯოზე. ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. ჩვენ გავწევთ პოლიციის კორდონებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. მოვუწოდებთ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, არ წავიდნენ ერის ტრადიციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

იხილეთ ვიდეო: ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეებს დღეს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა