ამერიკული გამოცემა Washington Examiner-ი თამარ ჩუგოშვილის წერილს, სახელწოდებით „რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“ აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, „ქართული ოცნების“ წევრის თამარ ჩუგოშვილის წერილს სახელწოდებით „რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“ ამერიკული გამოცემა Washington Examiner აქვეყნებს.

წერილში, ქართველი დეპუტატი ვრცლად საუბრობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტს ძლიერი, რეფორმებზე ორიენტირებული და მზარდი საქართველო დახვდება.

ჩუგოშვილი ჟურნალისტ თომ როგანის მოსაზრებას აკრიტიკებს, რომ საქართველოში რუსეთს „ახალი შესაძლებლობები აქვს“ და აცხადებს, რომ „ტრამპი საქართველოში იმ ჯარისკაცებს შეხვდება, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ ამერიკელებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში“. ამასთან, ჩუგოშვილი იზიარებს როგანის რჩევას პრეზიდენტისადმი, რომ ის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს.

„ის აღფრთოვანდება საქართველოს საინვესტიციო კლიმატით, სადაც ყოველი გლობალური ინდექსი ქართული ბიზნესის დემოკრატიულ ღიაობასა და მეგობრულ განწყობაზე მიუთითებს. საქართველოს მთავრობამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გააფორმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ინარჩუნებს ნატო-ს წევრობის კანდიდატობას. ქვეყანამ ასევე ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან და ოპოზიციის საუბარი, რომ რუსეთი გარკვეულწილად იბრუნებს გავლენებს საქართველოში არალოგიკური და უსაფუძვლოა“, -აცხადებს ჩუგოშვილი.

დეპუტატი რუსულ ოკუპაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია 2008 წელს განხორციელდა, მაშინ როცა სათავეში ამჟამინდელი ოპოზიცია იყო.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო