ანრი ოხანაშვილი ლევან ვასაძის და მისი თანამოაზრეების განცხადებებზე - თუ ვინმე გავა კანონის ფარგლებს მიღმა, შესაბამისი უწყება მოახდენს რეაგირებას

მუქარის ენით საუბარს არავინ დატოვებს რეაგირების მიღმა, თუკი ეს იქნება გამოხატული კანონდარღვევაში, - ამის შესახებ იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით, ბიზნემენ ლევან ვასაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, კონკრეტული პირის კომენტარი შეესაბამება თუ არა სამართლებრივ რეაგირებას, ამას წყვეტს საგამოძიებო ორგანო.

„პოლიტიკური შეფასება რომ გავაკეთო, არ იქნება სწორი. თუ ვინმე გაბედავს და გავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი უწყება მოახდენს ამაზე სამართლებრივ რეაგირებას. მუქარის ენით საუბარს არავინ დატოვებს რეაგირების მიღმა, თუკი ეს იქნება გამოხატული კანონდარღვევაში. კონკრეტული პირის კომენტარი ექვემდებარება თუ არა რაიმე სამართლებრივ რეაგირებას, ეს არის კონკრეტული უწყების შეფასების საგანი. თუკი კანონის საფუძველზე იქნება ამის საჭიროება, მოხდება რეაგირება. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას განუხრელად შეხედულებებისა. თუმცა, როგორც კი ვინმე ეცდება გავიდეს კანონის ფარგლებიდან, ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა