ქართული ღვინის პრეზენტაცია იაპონიაში გაიმართა

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, იაპონიის ქალაქ კაგოშიმაში დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კენიჩი ოჰაშის მიერ გამართული პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი ჯიშებისა და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრიის შესახებ.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას 65 სტუმარი დაესწრო:ღვინის პროფესიონალები, დისტრიბუტორები, რესტორნების, სასტუმრო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები. მოტოჰირო ოკოშიმ მათ მისცა პროფესიული რჩევები ქართული ღვინისა და საკვების შეხამებასთან დაკავშირებით.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქართული კომპანიის ღვინოები.

„ქართული ღვინის ხარისხის მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. მეტად იგრძნობა სტილის მრავალფეროვნება. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლები მიზნად ისახავენ მაღალი სტანდარტების დანერგვას როგორც ხარისხის, ისე გლობალური ბაზრისთვის საინტერესო და განსხვავებული პროდუქტის მიწოდების კუთხით“, - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.

მათივე ინფორმაციით, იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მსგავსი აქტიობები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და შესაბამისად ექსპორტის ზრდას ამ ქვეყანაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო