სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, „ქართული მარში“ კინოთეატრ "ამირანთან" „სირცხვილის კორიდორს" მოაწყობს და მაყურებლებს ფილმის ჩვენებაზე შესვლის საშუალებას არ მისცემს

"ქართული მარშის" წევრების საპროტესტო აქცია 16:00 საათზე დაიწყება. როგორც "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, "ქართული მარშის" წევრები და მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და კინოთეატრ "ამირანში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩვენებას მშვიდობიანად გააპროტესტებენ.

ბრეგაძის თქმით, აქტივისტები აპირებენ, რომ კინოთეატრ "ამირანის" შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შექმნან, „სირცხვილის კორიდორი" გააკეთონ და მაყურებლებს არ მისცენ ფილმის ჩვენებაზე შესვლის საშუალება.

"16:00 საათზე დაიწყება "ქართული მარშის" საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართული იქნება გეი პროპაგანდისტური ფილმის ჩვენების წინააღმდეგ. ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება. ჩვენ ვიმოქმედებთ აბსოლუტურად მშვიდობიანად", - აღნიშნა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, თუკი გარკვეული პირები ძალადობრივი ქმედებებით შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას, ისინი კინოთეატრების შესასვლელების პიკეტირებას მოახდენენ და კინოთეატრების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ მისცემენ ფილმის გაშვების საშუალებას. მისი თქმით, მსგავსი საპროტესტო აქციები ბათუმშიც იმართება.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, "მარშელები" "გეი პროპაგანდის წინააღმდეგები გამოდიან და განსხვავებული ორიენტაციის ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ“.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა - "ქართული მარში" კინოთეატრ ამირანთან სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო