ლევან ვასაძის მხარდამჭერი - ჩვენი მიზანია, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება არ შედგეს - კომბლები არ იქნება

ლევან ვასაძის მხარდამჭერები თბილისში, „ვერის ბაღში“, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების გასაპროტესტებლად, 16:00 საათზე შეიკრიბებიან, ბათუმში -17:00 საათზე.

როგორც ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრემ, კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, მათი პროტესტის მთავარი მიზანია, რომ ფილმის ჩვენება არ შედგეს.

მისივე განმარტებით, მათი მხარდამჭერები დასავლეთ საქართველოდან, ბათუმში დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

„ჩვენი მიზანია, რომ ამ ფილმის ჩვენება არ შედგეს. თუ მაინცდამაინც სიყვარულზე უნდოდათ ფილმი გადაეღოთ, მაშინ რატომ არ შეიძლებოდა ქალის და კაცის სიყვარულზე გადაეღოთ, როცა სუხიშვილების ცეკვების დიდი ნაწილი სწორედ რომ ქალის მიმართ კაცის პატივისცემაზეა აწყობილი", - განაცხადა მორგოშიამ.

რაც შეეხება პროსტესტის გამოხატვის ფორმას, მორგოშიას თქმით, „ფორმა ის იქნება, რასაც სიტუაცია მოიტანს".

კითხვაზე, აქციაზე კომბლებით ხომ არ გეგმავენ მისვლას, მორგოშიამ განაცხადა, რომ „კომბლები არ იქნება".

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: ლევან ვასაძის მხარდამჭერი - ჩვენი მიზანია, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება არ შედგეს - კომბლები არ იქნება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო