თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - თურქეთს კარგად ახსოვს ის სისასტიკე, რაც საბერძნეთმა თურქი და მუსლიმი ხალხის წინაშე ჩაიდინა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთის პრეზიდენტის პროკოპის რავლოპოუსის სომხეთში ვიზიტს ეხმაურება.

„თურქეთს კარგად ახსოვს ის სისასტიკე, რაც საბერძნეთმა ჩაიდინა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰამი აკსოიმ.

„საბერძნეთი სისტემატურად ანადგურებდა თურქებს და მუსლიმებს ოსმალეთის იმპერიის დამოუკიდებლობის წლებში და ახლაც, ვხედავთ როგორ აგრძელებს საბერძნეთი ჩვენს მიმართ მტრული წრეების მხარდაჭერას“,- განაცხადა ჰამი აკსოიმ.

მან საბერძნეთი თურქი უმცირესობების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაშიც დაადანაშაულა და დასძინა, რომ ქვეყანა „მუფთებს პარასკევის ლოცვის ჩატარებისთვისაც კი აპატიმრებს“.

შეგახსენებთ, საბერძნეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ერევანს ესტურმა. ვიზიტის დროს, მან თურქეთს მოუწოდა აღიაროს ის დანაშაულებები, რაც საბერძნეთისა და სომხეთის წინააღმდეგ ჩაიდინა.

იხილეთ ვიდეო: თურქეთის საგარეო უწყება - თურქეთს კარგად ახსოვს ის სისასტიკე, რაც საბერძნეთმა თურქი ხალხის წინაშე ჩაიდინა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო