ნათია თურნავა - ჩინური კომპანიები აღიარებენ იმ უპირატესობებს, რასაც ინვესტორებს ჩვენი ბაზარი და ეკონომიკური პოლიტიკა სთავაზობს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჩინეთის ელექტრონიკისა და მანქანათდანადგარების ასოციაციას შეხვდა. აღნიშნული ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამრეწველო გაერთიანებაა, რომელიც რამდენიმე ათას ჩინურ კომპანიას აერთიანებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში უცხოელი, მათ შორის ჩინელი ინვესტორებისთვის არსებულ მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ იმ კომპანიებს, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროდუქციის წარმოებას დაიწყებს, დაასაქმებს საქართველოს მოსახლეობას, შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც საქართველოს აქვს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და საკუთარი პროდუქცია ამ ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანონ.

„ჩინეთის ელექტრონიკისა და მანქანადანადგარების ასოციაციასთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიაზე სულ მცირე ხუთი ახალი საწარმოს შექმნის შესახებ გამოითქვა მზადყოფნა. ეს საწარმოები საქართველოში მანქანა-დანადგარების წარმოება-აწყობით დაკავდებიან და ექსპორტს მოახდენენ როგორც ევროკავშირში, ასევე სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საუბარია ისეთ ინვესტიციებზე, რომელიც პირველ რიგში, დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ინდუსტრიული სექტორი, მძიმე მრეწველობა ასაქმებს საკმაოდ ბევრ ადამიანს.

„შეხვედრაზე ასოციაციას ავუხსენით, მხარდაჭერის რა მექანიზმები გაგვაჩნია, მათ შორის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები. ამასთან, ჩვენ მზად ვართ, დამატებით თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნაზე ვისაუბროთ, თუ კიდევ მსხვილი ინვესტიციები წამოვა. საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონზე. გვიხარია, რომ შედგა კონკრეტული საუბარი და რამდენიმე კომპანია მზად არის, უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებები დაიწყოს საქართველოში წარმოების გადმოტანასა და ახალი წარმოებების აწყობაზე, ვინაიდან აღიარებენ იმ უპირატესობებს, რასაც ჩვენი ბაზარი და ეკონომიკური პოლიტიკა ინვესტორებს სთავაზობს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა