„საქართველოს სახელმწიფო ჰიდოგრაფიულმა სამსახურმა“ ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა ექსპლუატაციაში გაუშვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდოგრაფიულმა სამსახურმა“ ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა ექსპლუატაციაში გაუშვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციიით, ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის AIS (AUTOMATIC IDENTIFICATION SYSTEM) სპეციალური არხის მეშვეობით გადაცემული სიგნალებით გემებს მიეწოდება ინფორმაცია საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის სივრცეში და პორტებში არსებული მცურავი სანავიგაციო ნიშნების ლოკაციის შესახებ, სპეციალურ ელექტრომონიტორებზე მათი ვირტუალურად გამოსახვის სახით.

სისტემა ასევე უზრუნველყოფს ნაოსნობისთვის აკრძალული და დროებით აკრძალული რაიონების საზღვრების კონტურის ზუსტი ციფრული გამოსახულების ასახვას პროგრამაში, რაც მცურავ საშუალებებს დახურული რაიონებისგან კურსის არიდებას გაუადვილებს და შეამცირებს საზღვაო ინციდენტების რისკებს.

საზღვაო ნავიგაციაში GPS (გლობალური პოზიციონირების სისტემის) სიგნალებზე მთელი რიგი ზემოქმედებების შედეგად, როგორიცაა: იონოსფეროსა და ტროფოსფეროს გავლის შედეგად წარმოქმნილი შეყოვნებები, სატელიტის ორბიტის, სატელიტის საათის, რესივერის ხმაურის და სხვა ტექნიკური ზემოქმედებების გავლენა კოორდინატების უზუსტობას იწვევს. აღნიშნული ხარვეზები სწორედ AIS სისტემის DGNSS მაკორექტირებელი ფუნქციით გამოსწორდება, რაც საქართველოს საზღვაო სივრცეში ამ კუთხით არსებულ ცდომილებას აღმოფხვრის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში (IMO Resolution A. 915 (22) Rev. Mar 2010) მოაქცევს.

აღსანიშნავია, რომ, ავტომატური იდენტიფიცირების სისტემას მრავალი ფუნქცია გააჩნია, რომელთა გააქტიურება სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ საქართველოს საზღვაო სივრცეში ნავიგაციის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს